2024 წლის 10-11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო დეკანმა, თამარ ზარანდიამ მონაწილეობა მიიღო ცივილისტების 25-ე საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ყაზახეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და იურიდიული კომპანია Zanger Law Firm-ის მხარდაჭერით.
კონფერენცია მიეძღვნა თემას: „სამოქალაქო სამართლის ნორმები,“ რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსიები მნიშვნელოვან თემებზე. ღონისძიების ფარგლებში დეკანმა წარადგინა მოხსენება, რომელიც მოიცავდა სამოქალაქო სამართლის ნორმების გამიჯვნის ძირითად საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, ბატონ ლადო ჭანტურიასთან ერთად, დეკანმა პროფესორ მაიდან სულეიმენოვს უნივერსიტეტის მედალი გადასცა სამართლის სფეროში მისი განსაკუთრებული წვლილისა და ქართლ-ყაზახურ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის.